B-boy juju (მოფერებით ჟუჟუნა) დაიბადა 1984 წელს პარიზში. საფრანგეთში იცხოვრა 11 წელი. შემდეგ გადავიდა ოსაკაში, იაპონიაში (Osaka, Japan) და მას შემდეგ იქ ცხოვრობს. მისი ნამდვილი სახელია Matsuura Yoshihiro (საფრანგეთში იცნობდნენ სახელით Julien Chouraqui).
უკვე 7 წელზე მეტია ბრეიქდანსს მისდევს და თავისი გამორჩეული „handhop“ სტილი აქვს 2004 წლიდან. ცეკვავს ჯგუფში “Mortal Combat”
არის მრავალი ჩემპიონატის გამარჯვებული: Japan Dance Delight Vol.14, Battle Of The Year Japan 2004 & 2006, Uk B-Boy Championship Japan 2005 & 2007… (უახლესი ინფორმაცია მოვიდა, რომ მისმა ჯგუფმა მოიგო BOTY Japan 2010)
რატომ მივუძღვენი პოსტი? ამას უყურეთ და თვითონ მიხვდებით
რა არის Freestyle Session? კიდევ ერთი 5vs.5 b-boy/b-girl ჩემპიონატი რომელიც იმართება ყოველწლიურად და აგერ შარშან უკვე მრგვალი თარიღი - 12 წლის იუბილე აღნიშნა (o.O). ვაპატიოთ, რომ ამ 12 წლის განმავლობაში ერთი წესიერი საიტი ვერ გააკეთეს და არც ინფორმაცია უდევთ ჩემპიონატის განვითარების შესახებ საკუთარ საიტზე, სამაგიეროდ მაისურების და DVD დისკების გაყიდვაზე დაუღალავად ზრუნავენ…
ჰოდა რას ვამბობდი, მრგვალი „12 წლის“ აღსანიშნავი ჩემპიონატის თრეილერი საკმაოდ Freestyle-ურად გამოიყურება, შეგიძლიათ დატკბეთ მისი ყურებით
რაც შეეხება თვითონ ჩემპიონატს, შეიძლება რედ ბულს დაა ბოტის არ ჯობია, მაგრამ ცუდიც არაა
მე მაინც გადავწყვიტე, რომ მრგვალი თარიღი მიღებულია რომ 10 იყოს და Freestyle Sessions 10-ის ფინალს დავდებ, სადაც ორი ლეგენდარული ჯგუფი შეხვდა ერთმანეთს - Gambler vs Zulu Kings
…და გაიმარჯვააა . . . უყურეთ და ნახავთ!
ეს კი ოფიციალური საიტი
http://freestylesession.com/
რედ ბულმა წარმოადგინა 7 ბრეიქერისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით წარმოადგენს მას. ისინი მიიღებენ მონაწილეობას როგორც შეხვედრებში, ისე ჟიურის ან სხვა სახის წარმომადგენლობით ღონისძიებებში. ჯგუფი All Stars შეირჩა საუკეთესო ბრეიქერებისგან მთელი მსოფლიოდან. ეს 7 ბრეიქერია:
Lilou – საფრანგეთი (Red Bull BC One Champion 2005 & 2009)
Ronnie – აშშ (Red Bull BC One Champion 2007)
Hong 10 – სამხრეთ კორეა (Red Bull BC One Champion 2006)
Pelezinho – ბრაზილია
Cico – იტალია
Roxrite – აშშ
Taisuke – იაპონია
Cico-ზე ვერ დავეთანხმები და დანარჩენები ასე თუ ისე საუკეთესოები არიან. როგორც არ უნდა იყოს, ეს შემადგენლობა წარმოადგენს All Stars ჯგუფს
Red Bull BC One 2010-ის ჩატარება გადაწყდა 27 ნოემბერს. ადრე ოქტომბერში ტარდებოდა ხოლმე და ნოემბერში რატო გადაიტანეს არ ვიცი, მაგრამ ეტყობა რომ სერიოზულად ემზადებიან. რედ ბულის რიგით მეშვიდე ჩემპიონატი Yoyogi stadium-ზე ტოკიოში. ეს სტადიონი მდებარეობს ტოკიოს ცენტრში, შიბუიას და ჰარაიუკუს უბნების შუაში. Yoyogi-ს სტადიონი აშენდა 1964 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის, რედ ბულის ჩემპიონატს კი იგი განახლებული სახით უმასპინძლებს. 27 ნოემბერს 3000 ფანი იხილავს საუკეთესო 16 B-boy-ის შერკინებას და უგულშემატკივრებს საკუთარ რჩეულს. ჩვენ კი შესაძლებლობა გვექნება თვალყური ვადევნოთ ჩემპიონატს პირდაპირ ეთერში ოფიციალური საიტის საშუალებით redbullbcone.com
სავარაუდოდ იაპონიის წარმომადგენლად B-boy Taisuke-ს ვიხილავთ, თუმცა ბრეიქერების 16 კაციანი შემადგენლობის გასარკვევად ჟიურის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ
ასეთი ფილმი ჯერ არ გადაუღიათ ბრეიქდანსის ისტორიაში!
Turn it loose არის დოკუმენტური ფილმი ჩემპიონატზე Red Bull BC One. ფილმი ძირითადად ასახავს 2007 წლის სექტემბრის ჩემპიონატს, რომელიც ჩატარდა სოვეტოში, სამხრეთ აფრიკაში (Soweto, South Africa).
ფილმში მონაწილეობენ Ben J, Hong 10, Lolou, Ronnie, Roxrite, Taisuke (კი, მართლაც შთამბეჭდავია).
პრემიერა შედგა 3 ივნისს.
იმედია მალე ჩამივარდება ხელში ეს ფილმი
1.Tattoos & Tequila
2.He’s A Whore (Cheap Trick)
3.AC/DC (Sweet)
4.Nobody’s Fault (Aerosmith)
5.Another Bad Day
6.No Feelings (Sex Pistols)
7.Long Cool Woman (The Hollies)
8.Another Piece Of Meat (The Scorpions)
9.Who Will Stop The Rain (CCR)
10.Viva Las Vegas (Elvis Presley)
11.Bitch Is Back (Elton John)
12. Beer Drinkers and Hell Raisers (ZZ TOP)
01. Ascension Of The Shadow
02. Day Zero
03. Minutes Of The Millennia
04. The Wake Of Devastation
05. Against The World
06. Merciless
07. The Plagues That Followed
08. Alive And Screaming
Esone არის ნორვეგიელი ბრეიქერი და DJ. მისი სტილი არის B-boy ბითები, ბრეიქბითები, ჰიპ-ჰოპი და კლუბური მუსიკა. აკეთებს რემიქსებს Rn’B, ჰიპ-ჰოპ და ჰაუსის ჟანრში, ასევე კლუბებში. დისკოგრაფია და მომავალი პროექტები არის მის ოფიციალურ საიტზე.
Esone-ს აქვს ბრეიქერობის 15 წლიანი გამოცდილება, აქვს მიღებული მონაწილეობა სხვადასხვა შოუებში, შეჯიბრებებში მონაწილეობდა ჯგუფის “Stumbling Moves” შემადგენლობაში. ახლა ის ასწავლის ბრეიქდანსს ახალ თაობას.
Esone-ის ბითები ყველაზე კარგად ზის ბრეიქდანსის შეჯიბრების ან ცეკვის რითმში, რაც ალბათ იმის დამსახურებაა, რომ Esone თვითონ არის ბრეიქერი. მის ბითებზე ხშირად ცეკვავენ ისეთ ჩემპიონატებზე, როგორიცაა Red Bull BC One და BOTY.